
ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა და წესით ფულადი ჯილდო, 9 მილიონი ევრო უნდა მიეღო, თუმცა კლუბს ვალები აქვს.
საქმე ისაა, რომ კლუბის სტადიონი “დნეპრ-არენა” გერმანულმა კომპანიამ Hochtief-მა ააშენა, თუმცა აღნიშნულ კომპანიას სრულად არ აუღია მშენებლობის სანაცვლოდ მოლაპარაკებული თანხა. ანუ “დნიპროს” Hochtief-ის ვალი აქვს და ევროპა ლიგისგან მიღებული პრემიარული 9 მილიონიც გერმანელების “ჯიბეში” წავა.
აქვე გეტყვით, რომ “დნეპრ-არენა” ოფიციალურად 2008 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა. სტადიონი 34 ათას მაყურებელს იტევს.
|