
იკერ კასილასმა შესაძლოა “რეალი” დატოვოს. ესპანელი გოლკიპერი ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს დაელაპარაკება და შემდეგ გადაწყვეტს მომავალ კარიერასთან დაკავშირებულ საქმეებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იკერის შეძენა თურქულ კლუბებს: “ფენერბაჰჩეს” და “ბეშიქთაშს” სურს. ასევე, ინტერესს იჩენს ინგლისი პრემიერ ლიგის 2 კლუბი, იტალიის სერია ა-ს 2 კლუბი, ესპანეთის პრიმერას 1 და ასევე საფრანგეთის ჩემპიონატის 1 გუნდი. უფრო კონკრეტულად გუნდების სახელები ცნობილი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ყველა მათგანი საკუთარ ლიგაში მოწინავე პოზიციებზეა.
|