შაბათი, 2026-04-11, 22:11
geosport.my1.ru სპორტული სიახლეები
 
საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9

მინი-ჩეთი

მთავარი » 2015 » ივნისი » 5 » ლისაბონიდან ბერლინამდე - მორატა ზედიზედ მეორე ფინალისთვის ემზადება
13:31
ლისაბონიდან ბერლინამდე - მორატა ზედიზედ მეორე ფინალისთვის ემზადება

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და "ბლანკოსის" აკადემიის აღზრდილმა, ესპანელმა ფორვარდმა, ალვარო მორატამ ყოფილი გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მიღმა დატოვა და ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში, ამჯერად ტირინის "იუვენტუსთან" ერთად.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ზედიზედ მეორედ ითამაშებს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ ეტაპზე. ლისაბონიდან ბერლინამდე - მას საშუალება ეძლევა 22 წლის ასაკში მეორედ გახდეხ "ჩ/ლიგის" ტრიუმფატორი.

ალბათ ძნელია შარშანდელი ფინალის დავიწყება, განსაკუთრებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის. ლისაბონის ფინალი და ზღვა ემოცია, რომელიც სერხიო რამოსის "ოქროს თავურს" მოჰყვა. 2014 წელს გამართულ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მონაწილეობა ალვარო მორატამაც მიიღო და თავისი წვლილი შეიტანა მადრიდელთა გაამრჯვებაში. მან 21 წლის ასაკში "ჩემპიონთა ლიგის" მოგება პირველად მოახერხა.

მაგრამ ეს ყვეალფერი არ არის, 2014/15 წლების "ჩ/ლიგის" ნახევარფინალში მორატას "იუვენტუსი" სწორედ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. ალვარომ მშობლიური კლუბი ჯერ ტურინში, შემდეგ კი მადრიდში დაამწუხრა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტპზე ზედიზედ მეორედ გავიდა.

ესპანელს შანსი ეძლევა ზედიზედ მეორედ მოიგოს "ჩემპიონთა ლიგა"... და არ დაგავიწყდეთ, ის ჯერ მხოლოდ 22 წლის არის.

ნანახია: 466 | დაამატა: shavo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

geosport.my1.ruFree web hosting - uCoz