
იტალიურმა “ნაპოლიმ” რაფაელ ბენიტესის შემცვლელს პრიმერა დივიზიონში მიაგნო. იტალიური კლუბის ხელმძღვანელები “სევილიას” მენტორით, უნაი ემერით დაინტერესდნენ.
უცხოური გავლენიანი პრესა წერს, რომ უახლოეს დღეებში ბენიტესი “რეალს” ოფიციალურად ჩაიბარებს. სწორედ ამიტომ, “ნაპოლი” შეეცდება, რომ ესპანელი მენტორის შემცვლელი მალევე იპოვოს. უნაი ემერის გარდა ნეაპოლიკანურ კლუბთან “ბორუსიის” მწვრთნელს, იურგენ კლოპსა და “სამპდორიას” თავკაცს, სინიშა მიხაილოვიჩს აკავშირებენ
|