ორშაბათი, 2026-04-13, 09:35
geosport.my1.ru სპორტული სიახლეები
 
საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9

მინი-ჩეთი

მთავარი » 2015 » ივნისი » 2 » ობამეიანგი: “მინდა 20 გოლი გავიტანო და “რეალისგან” წინადადება მივიღო”
21:15
ობამეიანგი: “მინდა 20 გოლი გავიტანო და “რეალისგან” წინადადება მივიღო”

დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელმა ემერიკ ობამეიანგმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“თავს კომფორტულად ვგრძნობ “ბორუსიაში” და მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატიდან გადმოსვლით წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი. ბუნდესლიგაში პირველი სეზონი წარმატებული გამოდგა, საკმარისი რაოდენობის გოლები გავიტანე, რაც ჩემი მაღალი დონის დამამტკიცებელია.

არ მომწონს, რომ ევროთასებზე ვერ ვიასპარეზებთ, თუმცა გერმანიის ჩემპიონატიც საინტერესო იქნება. კაცი ვარ და ვიცი, რომ გუნდის მიტოვება არ შეიძლება, მიუხედავად ჩვენი მთავარი მწვრთნელის წასვლისა, წინ დიდი საქმეები გველოდება.

მწვრთნელი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა თავკაცი გვეყოლება, ასეთ გუნდში კი ის სუსტი ნამდვილად არ იქნება. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომელთა წინაშე ცუდად თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდებით. მინდა 20 გოლზე მეტი გავიტანო, შემდეგ კი მადრიდის “რეალისგან” მივიღო წინადადება. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაში ჩემი ოცნებაა,” – განაცხადა ობამეიანგმა.

ნანახია: 440 | დაამატა: shavo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

geosport.my1.ruFree web hosting - uCoz