
პსჟ” “მილანის” მეკარე დიეგო ლოპესით ინტერესდება. ფრანგული კლუბი გამოცდილ და საიმედო მეკარეს ეძებს, ლოპესი კი მათი ინტერესების სიაში პირველ პოზიციას იკავებს, იტყობინება Sky Sports-ი.
33 წლის ლოპესმა კარიერა “ლუგოში” დაიწყო, შემდეგ გამოდიოდა გაცილებით ცნობილ კლუბებში: “ვილიარეალში”, “სევილიასა” და “რეალში”. მადრიდულ კლუბში მეკარე 2005 წელს გადავიდა და 2013-ში კვლავ დაბრუნდა. გასულ წელს ლოპესი პირველად გადაბარგდა სხვა ქვეყანაში სათამაშოდ, დიეგომ ეს სეზონი “მილანის” მაისურით ჩაამთავრა. 28 მატჩში 33 წლის კიპერმა 42 გოლი გაუშვა. ამას გარდა, მან ესპანეთის ნაკრებისთვის ერთი შეხვედრაც ჩაატარა.
|