
“მილანის” ყოფილი ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა იმედოვნებს, რომ კარლო ანჩელოტი იტალიურ კლუბს კვლავ დაუბრუნდება.
“კმაყოფილი ვარ ჩემი და “პსჟ”-ს სეზონით, მაგრამ, ამავდროულად, “მილანზე” ვწუხვარ. გუნდს ცუდი სატრანსფერო კამპანია აქვს.
მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ გალიანი და ბერლუსკონი კარლო ანჩელოტის კლუბში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, ის ნამდვილად შესანიშნავი მწვრთნელია” , – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.
|